Sazgvargazeti
სიახლეები

სპეციალური ბრიფინგი შინაგან საქმეთა სამინისტროში – დაკავებულია 51 პირი

დაკავება თბილისში

გასული ორი დღის განმავლობაში სამართალდამცველების მიერ, ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული საპოლიციო და მათ შორის პრევენციული ღონისძიებების შედეგად, ამოღებულია ათეულობით უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები. სულ დაკავებულია 51 პირი. აღნიშნულთან დაკავშირებით შსს-ში ბრიფინგი მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ გამართა.

„საზოგადოებრივი წესრიგისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ყოველდღიურ რეჟიმში განაგრძობენ ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ აქტიურ ბრძოლას. სამინისტრო ამ მიმართულებით სისტემატურად ატარებს საპოლიციო, მათ შორის პრევენციული ხასიათის ღონისძიებებს.

აღნიშნული ღონისძიებები სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩაატარეს.

პოლიციამ დაკავებულების პირადი, საცხოვრებელი სახლების, დამხმარე სათავსოებისა და ავტომანქანების ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღო დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღები, ხელყუმბარები, მჭიდები, ასეულობით ვაზნა და ასაფეთქებელი ნივთიერებები.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამუშაო გარემო და ადამიანის ჯანმრთელობა

მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვა

მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვა ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს. სამინისტრო მომავალშიც გააგრძელებს აქტიურ და თანმიმდევრულ მუშაობას დანაშაულის პრევენციის მიმართულებით, რათა ქვეყანაში უზრუნველყოფილი იყოს წესრიგი და უსაფრთხო გარემო“, – განაცხადა დარახველიძემ.

დაკავებების სტატისტიკა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული ეფექტიანი საპოლიციო და პრევენციული ღონისძიებების შედეგად, ქვეყანაში შემცირებულია სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების რაოდენობა, რასაც ჩვენ მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური სტატისტიკაც ცხადყოფს.

Related posts

Canon Picture Profiles, Get The Most Out of Your Video Features

admin

This Week in VR Sport: VR Sport Gets Its Own Dedicated Summit

admin

VR Health Group Is Rating How Many Calories Games Burn

admin

Leave a Comment